პარამსროლელის წარმატება პარაოლიმპიადაზე

07 სექტემბერი 2024, 12:17 299 ნახვა

პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში დაბრუნდა ქართველი პარამსროლელი, ვერცხლის მედლის მფლობელი ლადო ჭინჭარაული.

მან R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა, 248,2 ქულა დააგროვა და პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ. ლადო ჭინჭარაულმა პარალიმპიადაზე მეორედ იასპარეზა, ის პირველი ქართველი პარამსროლელია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში