დღეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ბათუმში მოლდოვის ნაკრებს დაუპირისპირდება

05 სექტემბერი 2024, 10:25 459 ნახვა
 

დღეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას ბათუმში, მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

6 ჩატარებული თამაშის შემდეგ საქართველოს 13 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მოლდოველებს 7 მატჩში 6 ქულა გააჩნიათ და მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან.

მატჩი ''ბათუმი არენაზე'' 5 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი