ნინა თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

04 სექტემბერი 2024, 00:38 442 ნახვა
 

ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა პარასპორტსმენმა მესამე ადილისთვის დაპირისპირებაში ფრანგი ბრიანა ვიდი 15:11 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნინო თიბილაშვილისთვის პარალიმპიურ თამაშებზე ეს რიგით მეორე მედალია. მან ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა.

ამრიგად საქართველოს დელეგაციის აქტივში მიმდინარე პარალიმპიადაზე სამი მედალია. ოქროს მედალი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედალს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე დაეუფლა.  

 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში