ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა თურქეთში. კომენტარები და შეფასებები ხოფის საავადმყოფოდან.
თურქეთ-საქართველოს საზღვართან ნაცემი მოქალაქის, როინ ლეონიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას სახის არეში ნახეთქი ჭრილობები აღენიშნება.
ლეონიძე თურქეთში, ქალაქ ხოფის საავადმყოფოში იმყოფება.
შემთხვევა თურქეთ-საქართველოს გამშვებ პუნქტზე მოხდა. თურქმა მებაჟეებმა, საქართველოს მოქალაქე სცემეს. თვითმხილველის ინფორმაციით, ლეონიძე მეუღლესთან და სიდედრთან ერთად, დილის 6 საათზე თურქეთში გადადიოდა, როცა მესაზღვრემ ერთ-ერთ მოქალაქეს პასპორტში უკან დაბრუნების ბეჭედი ჩაურტყა.