ინციდენტი საზღვარზე - ცემის ფაქტი თურქეთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე

07 აპრილი 2017, 00:00 4771 ნახვა

საქართველო-თურქეთის საზღვარზე   მომხდარი ინციდენტის ახალი დეტალების გასარკვევად ჩვენი გადამღები ჯგუფი თურქეთში იმყოფება. შემთხვევა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხარეს, დღეს დილით მოხდა. ფაქტი ,,მთავარს” დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თურქ პოლიციელს”. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  ამ ინფორმაციას თურქ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი