პარიზში მიმდინარე ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე პარატაეკვონდოისტმა გიორგი ნიკოლაძემ პირველ წრეში, დაძაბულ ორთაბრძოლაში ეგვიპტელი აბდელ რაზეკი 18:16 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც გამოცდილ თურქ მეტოქესთან ფატიჰ სელიკთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.
დღესვე პარაოლიმპიადაზე პნევმატული შაშხანიდან სროლაში 10 მეტრზე R4 კატეგორიაში იასპარეზა ქართველმა პარასპორტსმენმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა და 29 მონაწილეში 15-ე ადგილი დაიკავა. ვლადიმერ ჭინჭრაული 1 სექტემბერს R5 კატეგორიაში 10 მეტრზე სროლაში, ხოლო 4 სექტემბერს R9 კატეგორიაში 50 მეტრზე სროლაში მოსინჯავს ძალებს.
დღესვე იასპარეზა ქართველმა პარამძლეოსანმა დავით ქავთარაძემ, რომელმაც პარაოლიმპიურ თამაშებზე შუბის ტყორცნაში მერვე ადგილი დაიკავა.