პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

07 აპრილი 2017, 00:00 2529 ნახვა

პრეზიდენტი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.  იგი უერთდება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ კამპანიას "ეს შენ გეხებას", რომელბმაც აღნიშნული კანონის არაკონსტიტუციურობის მოთხოვნით უკვე მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს. 

''და ბოლოს,  სწორედ ჩვენი მოქალაქეების, ყველა ჩვენგანის, თქვენი თავისუფლებისთვის, კანონზე რომელმაც ბოლო დროს ყველაზე მეტი ღელვა გამოიწვია, საზოგადოების აქტიურობიდან და ერთიანი სულისკვეთებიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დავუჭირო მოქალაქეების სარჩელს და მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით - სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რაც მე მომცემს შესაძლებლობას დავეხმარო სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ გუშინ 300 მდე მოქალაქემ მიმართა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი