 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მორიგი თავდასხმა განხორციელდა. როსტოვის ოლქში, ძლიერი აფეთქებების შემდეგ, ნავთობის ორ საცავში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი „როსრეზერვის“ ქარხანა „ატლასის“ ტერიტორიაზეა.
ამასთან, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონში დრონის თავდასხმა მოხდა. მისი თქმით, წუხელ როსტოვის ოლქში 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            