5 სექტემბერს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მე-7 ტურის შეხვედრაში მოლდოვას, ბათუმში უმასპინძლებს.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტ: tkt.ge-ზე დღეს დაიწყო. ბილეთის ფასი 5 ლარია.
ჩვენს გუნდს ჩატარებული ექვსი ტურის შემდეგ ჯგუფში 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო მოლდოვა 6 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.
საქართველოსა და მოლდოვას მატჩი „ბათუმი არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.