დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბები მომავალი საპრეზიდენტო დებატების პირობებზე ვერ თანხმდებიან. კამალა ჰარისის გუნდი ითხოვს, რომ, ტრამპისა და ბაიდენის დებატებისგან განსხვავებით, ამჯერად მიკროფონები მთელი ეთერის დროს ჩართული იყოს და არ გამოირთოს ოპონენტის საუბრის დროს.
ტრამპის შტაბის უფროსმა მრჩეველმა, კი განაცხადა, რომ ისინი უკვე შეთანხმდნენ იმავე პირობებზე, რაც „სიენენის“ ეთერში ივნისის დებატების დროს იყო. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ მას ურჩევნია, მისი მიკროფონი ჩართული იყოს, თუმცა შეთანხმება იყო, რომ წესები არ შეიცვლებოდა. დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსი“, რომლის ეთერში დებატები უნდა გაიმართოს, მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების, დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის სატელევიზიო დებატები 10 სექტემბერს არის დაგეგმილი.