იორდანიის ქალაქ ამანში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ მსოფლიო პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი რუსი როდიონ სანაკოევი უშანსოდ, - 8:0 დაამარცხა.
ფინალი იჭიდავა ნიკოლოზ მაისურაძემ, თუმცა ირანელ რეზა აფშართან დაძაბულ დაპირისპირებაში დამარცხდა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო პირველობა ორი მედლით დაასრულა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე