საფრანგეთში აპლიკაცია „ტელეგრამის“ აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს

25 აგვისტო 2024, 12:02 91 ნახვა

აპლიკაცია „ტელეგრამის“ აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი დააკავეს. სამართალდამცავებმა დუროვი ბურჟეს აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის კერძო თვითმფრინავით მგზავრობდა. გავრცელებული ცნობით, მასზე გაცემული იყო დაპატიმრების ორდერი, რომელიც წინასწარი საპოლიციო გამოძიების ნაწილია.

პროცესი ფოკუსირებულია „ტელეგრამზე“ მოდერატორების ნაკლელობის მიმართულებით, რაც პოლიციის აზრით, კრიმინალურ ქმედებებს უხსნის გზას. ამ დროისთვის აპლიკაციის წარმომადგენლებს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში