რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ სუმში საცხოვრებელ რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს - დაშავებულია ორი ადამიანი.
ინფორმაციას სუმის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
„ისკანდერის“ რაკეტა ერთ-ერთ ავტოსადგომზე ჩამოვარდა. დაზიანდა სავაჭრო ცენტრის შენობა და ხუთი საცხოვრებელი კორპუსი.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ გასულ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული „შაჰედის“ 14-ივე დრონი ჩამოაგდო.
უპილოტო საფრენი აპარატები განადგურებულია ნიკოლაევის, ჩერკასის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და კიევის ოლქების თავზე.