საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

15 აგვისტო 2024, 13:16 168 ნახვა

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმით, დღეს 12:00 საათიდან დაიწყო.

ჩვენი ნაკრები ჩეხეთს უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში დაუპირისპირდება. მატჩი 7 სექტემბერს 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ნაკრები  სექტემბერში ჩეხეთთან მატჩის გარდა კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი 10 სექტემბერს ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.

 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში