საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ჩიქოვანი ქვედანაყოფის შესაძლებლობებს, სკოლის ინფრასტრუქტურასა და ბაზაზე გამოფენილ სამთო აღჭურვილობას გაეცნო. სკოლის პირადმა შემადგენლობამ სამთო საჩვენებელი სწავლებაც გამართა. ირაკლი ჩიქოვანი სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე მოწყობილ „ჯარის ბანაკსაც“ ესტუმრა.