რეკრეაციაული ზონა

25 მაისი 2016, 00:00 4557 ნახვა

ფიჭვნარში 2006 წელს გასხვისებულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა. როგორც ,,ქართუ" ფონდის წარმომადგენლი აცხადებს, ტერიტორია სხვადასხვა დროს ახალი ნიადაგით შეივსო და მომზადდა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. გიორგი უძილაურის თქმით, ტერიტორიაზე, რომელიც კომპანია ,,აკვა ცენტრს" ეკუთვნის, გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, აქ უკვე დაირგო სხვადასხვა ჯიშის 50 ათასი ხე, გამწვანების პროცესი კი ისევ გაგრძელდება. რაც შეეხება კომპანიის მიერ ათი წლის წინ აღებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც აქ დასასვენებელი კომპლექსი უნდა აშენდეს, ოძილაური მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღად, 2 წელს ასახელებს. 

ამავე კატეგორიაში