საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში „BATUMI OPEN 2024”

02 აგვისტო 2024, 14:15 946 ნახვა

ბათუმი ტაეკვონდოში საერთაშორისო ტურნირს „ბათუმი ოუფენს“ მასპინძლობს. შეჯიბრება როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის ტარდება და მასში საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, სომხეთისა და ყაზახეთის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

„ბათუმი ოუფენი“ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ტარდება და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ტრადიციული და უფრო მასშტაბური გახდება.

ორგანიზატორთა თქმით, ეს ტურნირი ახალი ოლიმპიური ციკლის დასაწყისის პირველი ეტაპია, სადაც ეროვნული ნაკრების კანდიდატებს დააკვირდებიან. ტურნირი 4 აგვისტოს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი