დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

02 აგვისტო 2024, 10:07 766 ნახვა

დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

ტყვიის სროლაში 25 მეტრი დისტანციიდან რეკორდსმენი ქალთა შორის,10 ოლიმპიადის მონაწილე ნინო სალუქვაძე გამოვა. კვალიფიკაცია 11:00-დან დაიწყება.

12:00 საათიდან საქმეში ჩაერთვებიან ძიუდოისტები გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი.

მძლეოსნობაში 100 მ. დისტანციაზე იასპარეზებს ლიკა ხარჩილავა,სადაც წინასწარი რაუნდი 12:35 საათიდან დაიწყება.

ბატუტზე ხტომაში კი 14:00 საათიდან ლუბა გოლოვინა მოსინჯავს ძალებს.

ამ დროისთვის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული,რითაც  ოლიმპიადის მონაწილე 206 კომიტეტიდან მე-17 პოზიციაზე იმყოფება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი