საჩინოს თემში წყლის სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 950 ოჯახს წყალი უწყვეტად მიეწოდება. პროექტის მეორე ეტაპი სათავე ნაგებობის რეზერვუარებისა და მაგისტრალის მოწყობას ითვალისწინებს. სათავე ნაგებობაზე კაპტაჟები, წყალშემკრები რეზერვუარები და საქლორატორო განთავსდება. პროექტისთვის 379 ათას 999 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.