ოლიმპიადა 2024

25 ივლისი 2024, 20:00 585 ნახვა

 საფრანგეთი ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს “პარიზი 2024“ მასპინძლობს. ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ გახსნამდე, პარიზში, სპორტის მდგრადი განვითარებისთვის შეხვედრა იმართება.  სამიტში -  „უფრო სწრაფად, უფრო მაღლა და უფრო ძლიერ – ვერთიანდებით უკეთესი მომავლისთვის“ - 500-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. მათ შორის იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი.

  რაც შეეხება ოლიმპიურ თამაშებს თამაშები ხვალ გაიხსნება. საქართველოდან 28 სპორტსმენი სპორტის 9 სახეობაში იასპარეზებს. ჯამში ოლიმპიადაზე მედლები სპორტის 32 სახეობაში გათამაშდება. ოლიმპიურ სახეობებში სულ 10 400 სპორტსმენი იასპარეზებს, შემდეგ კი შეჯიბრებაში პარაოლიმპიელიები ჩაერთვებიან. “იმაზე მეტი მედალი ვიდრე ტოკიოს ოლიმპიადაზე”-ამ დევიზით უკვე გაემგზავრნენ ოლიმპიური თამაშების მონაწილეები პარიზში.  ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები მზად არიან საქართველოს მორიგი გამარჯვება მოუტანონ.  პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები, მილიონობით გულშემატკივარს, ასობით ჟურნალისტს და ოფიციალურ პირს გააერთიანებს. ქვეყანაში განსაკუთრებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში