მაჭახლის ეროვნული პარკი და საზღვრები, რომლის გადახედვის მოლოდინშიც წლები გავიდა. მოსახლეობა დაცული ტერიტორიის საზღვართან ახლოს ცხოვრებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს. მაგალითად იმაზე, რომ ტყე-პარკის ტერიტორიაზე მომრავლებული დათვები მათ პირუტყვს უნადგურებს.
პრობლემები აქვთ მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც. ტყე-პარკის რუკა შეცვლილია, თუმცა არა ოფიციალურად. ადმინისტრაცია საბოლოო პასუხს პარლამენტიდან ელოდება, სადაც საკითხი პირველი მოსმენით უკვე განიხილეს.