აკაკი ტაბუცაძის ლელოს planetrugby-მ შედევრი უწოდა

23 ივლისი 2024, 09:44 370 ნახვა

საქართველოს ნაკრებმა გასულ უქმეებზე ივლისის ტესტების ბოლო მატჩი სიდნეიში ავსტრალიის ნაკრებთან  29:40 წააგო. უცხოურ მედიაში "ბორჯღალოსნების" თამაშმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ჩვენს გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გარემარბი აკაკი ტაბუცაძე იყო, რომელმაც ეგრეთწოდებული ასმეტრიანი ლელო გაიტანა, რაც ტიერ 1-ის დონის ლელოდ შეირაცხა.

პოპულარულმა სარაგბო გამოცემა „პლანეტა რაგბიმ“ აკაკი ტაბუცაძე ივლისის ტესტების გასული უქმეების ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. 

"მართალია მისმა გუნდმა ვერ მოიგო "ვოლაბების" წინააღმდეგ მატჩში, მაგრამ მან ელიტალური მორაგბის თამაში აჩვენა სიდნეიში. მის ანგარიშზე ორი ლელოა, რომელთაგან ერთ-ერთი შედევრია", - წერს პოპულარული სარაგბო საიტი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი