ესპანეთში გადაჭარბებულ ტურიზმს აპროტესტებენ

22 ივლისი 2024, 11:03 447 ნახვა

ათასობით  აქტივისტმა ესპანეთის პალმა დე მალიორკაში საპროტესტო მსვლელობა ქვეყანაში გადაჭარბებული ტურიზმის  წინააღმდეგ. მანამდე საპროტესტო აქციები ბარსელონაში და სხვა პოპულარულ დასასვენებელ ადგილებში, როგორიცაა პალმა დე მალიორკა, მალაგა და კანარის კუნძულები.

„ჩვენ არ ვართ ტურისტების წინააღმდეგი, ჩვენ ვართ ტურისტული მოდელის წინააღმდეგ- აცხადებენ აქტივისტები.

პროტესტის მთავარი მიზეზი ტურისტების დიდი რაოდენობის გამო საცხოვრებელ სახლებზე გაზრდილი ფასებია.

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მათი ქალაქებში ცხოვრება არასტაბილურია და ტურისტული მოდელის შეცვლას ითხოვენ.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ესპანეთს 16,1 მილიონი ადამიანი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში