კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის - დონალდ ტრამპი

22 ივლისი 2024, 09:50 307 ნახვა

ჩვენ ძალიან დავზარალდით ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გამო, მაგრამ, ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ მის მიერ მიყენებულ ზარალს, – ამის შესახებ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, ბაიდენი არ იყო შესაფერისი პრეზიდენტობისთვის.

„თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი სამსახურისთვის, არც არასდროს ყოფილა! მან პრეზიდენტის თანამდებობა, მხოლოდ, სიცრუით, ყალბი ამბებით და თავისი სარდაფის არდატოვებით დაიკავა. ყველამ მის გარშემო, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ, იცოდა, რომ მას არ შეეძლო, პრეზიდენტი ყოფილიყო და არც იყო. ახლა კი ნახეთ, რა გაუკეთა მან ჩვენს ქვეყანას, მილიონობით ადამიანი ჩვენს საზღვარზე შემოვიდა შეუმოწმებელი, ბევრი მათგანი ციხეებიდან, ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, მივიღეთ ტერორისტების რეკორდული რაოდენობა. ჩვენ ძალიან დავზარალდით მისი პრეზიდენტობის გამო, მაგრამ, ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ მის მიერ მიყენებულ ზარალს. გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული!“ – აცხადებს დონალდ ტრამპი.

როგორც ტრამპი ამბობს, მისთვის კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის.

ჯო ბაიდენმა თავისი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი