ახალი დეტალები დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის შესახებ

19 ივლისი 2024, 10:15 344 ნახვა

დონალდ ტრამპზე თავდამსხმელს მობილურ ტელეფონში მისი და მოქმედი პრეზიდენტის, ასევე სხვა ოფიციალური პირების ფოტოები ჰქონდა.

„ასოშიეითედ პრესი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი მეთიუ კრუქსი ინტერნეტში დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის თარიღს ეძებდა, ისევე როგორც ტრამპის გამოჩენის თარიღს.

წყაროს  ინფორმაციით, გამოძიებას მოტივის დადგენის მიმართულებით წინსვლა არ აქვს.

გამომძიებლებს ჯერ არ დაუდგენიათ, ჰქონდა თუ არა თავდამსხმელს დეპრესიული აშლილობა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი