სოფელ შუაღელის მოსახლეობა სპორტულ მოედანს ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდებს სპორტული აქტივობის საშუალება არ აქვთ. სტადიონის უქონლობის გამო მოსახლეობა მოედნად, ცარცით დახაზულ გზას იყენებს, რომელზეც ტრანსპორტი მოძრაობს.
ქობულეთის გამგეობაში ამბობენ, რომ სოფელში მინი სტადიონისთვის ადგილი უკვე შერჩეულია, და ამისთვის თანხები ბიუჯეტის ცვლილების დროს გამოიყოფა, თუმცა კონკრეტულ თარიღს როდის გადაწყდება საკითხი დადებითად, გამგეობაში ვერ ასახელებენ.