209 კოლხური მუხა, 60 წაბლი და 3 კაკლის ხე – ქედაში წითელ ნუსხაში შეტანილ ხეებს ჭრიან. ნებართვა განკარგულებით საქართველოს მთავრობამ გასცა.
ხეებს “საქართველოს სახელმწიფოს ელექტროსისტემა” ბათუმი-ახალციხის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ჭრის. კომპანია ვალდებულია ამოღებული ხე, აჭარის სატყეო სამმართველოს გადასცეს.
ხეების მოჭრას ადგილობრივები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ტყის შესუსტებამ შესაძლოა მეწყრული პროცესები გაააქტიუროს.