ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭოთ

15 ივლისი 2024, 14:27 298 ნახვა

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში - ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება ტაქსებთან ერთად, შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭოს.

ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება. ცვლილებების ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. 

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც საგზაო შემთხვევებს მკვეთრად ამცირებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტით, თბილისის საავტომობილო გზებზე, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილისა და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს როგორც M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, ასევე T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა 3 000 ლარია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი