ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს - დავით მაღრაძე

14 ივლისი 2024, 13:40 357 ნახვა

ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს, - ასე აფასებს პოეტი, დათო მაღრაძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.

მაღრაძის თქმით, დაჭრილი ტრამპის მხნეობის ნიშნად აწეული მარჯვენა, იქნება მისი გამარჯვების სიმბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„ამ ფაქტს, ერთი წინადადებით შევაფასებ - ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს. დაჭრილი ტრამპის მხნეობის ნიშნად აწეული მარჯვენა, ეს სცენა იქნება მისი გამარჯვების სიმბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე. ის რომ გაიმარჯვებს არჩევნებში, ამის პროგნოზი ორბანმა გააკეთა, როდესაც რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ ტრამპს შეხვდა, ანუ, ის შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ეს იყო პროგნოზი“, - აღნიშნავს მაღრაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი