ავიაკატასტროფას პოლონეთში პილოტი ემსხვერპლა.

13 ივლისი 2024, 14:41 366 ნახვა

ავიაკატასტროფას პოლონეთში პილოტი ემსხვერპლა. საჰაერო ძალების კუთვნილი M-346 ტიპის თვითმფრინავი, სახმედრო წვრთნების დროს, ქალაქ გდინიაში, აეროდრომზე ჩამოვარდა, პილოტმა კი კატაპულტირება ვერ მოასწრო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. პოლონეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ტიპის თვითმფრინავი საჰაერო ძალების მიერ, 2022 წლიდან გამოიყენებოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი