ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხულოში

11 ივლისი 2024, 10:39 2836 ნახვა

დღეიდან ხულოს მოსახლეობას ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეღავათიანი ტარიფით მოემსახურება. ორი ავტობუსი ხულო-ბათუმის და ბათუმი-ხულოს მიმართულებით იმოძრავებს.

მგზავრობის ტარიფი სტანდარტული 10 ლარის  ნაცვლად 6 ლარი იქნება, ხოლო 6 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, ომის ვეტერანები  და I ჯგუფის შშმ პირები  უფასოდ იმგზავრებენ.  საზოგადოებრივი ტრანსპორტი    ყოველ დღე,  კვირის გარდა იმოძრავებს.

ხულოს მერიის ინფორმაციით, ევრო 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში შეიძინეს. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი