10 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ''დინამო'' ბათუმი პირველ მატჩში გასვლაზე ბულგარეთის ჩემპიონს რაზგრადის ''ლუდოგორეცს“ შეხვდება.
შეხვედრას გერმანელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი რობერტ შრიოდერი იქნება, რომელსაც კრისტიან გიტელმანი და რობერტ ვესელი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯი ფლორიან ბადშტუბერია. VAR-ის ოთახში კი პასკალ მიულერი და იოჰან პფაიფერი იმუშავებენ.
38 წლის შრიოდერმა ბოლოს გერმანიის ''ბუნდესლიგაში'' ''გლადბახისა'' და ''აინტრახტის'' მატჩზე იმსაჯა.
შეხვედრა ბულგარეთში თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 17 ივლისს უკვე ბათუმში ჩატარდება.