აჭარისწყლის მცხოვრებთა მოთხოვნა

02 აპრილი 2017, 00:00 3670 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აჭარისწყლის თემის ცენტრში მდინარეს ნაპირი მიაქვს. ადგილობრივების ინფორმაციით, მიწის მიტაცების პროცესს მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭოროხზე ჰესების მფლობელმა კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-მა ხიდის ბურჯები გაამაგრა, რის გამოც აჭარისწყალმა კალაპოტი შეიცვალა. მდინარე დაახლოებით 10 მეტრით შეიჭრა თემის ტერიტორიაზე, სადაც მინი სტადიონი უნდა გაკეთებულიყო. კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ში კომენტარი არ გააკეთეს. მიზეზად კომპანიის მენეჯერმა, გენერალური დირექტორის ადგილზე არ ყოფნა დაასახელა. გამგებელი კი აცხადებს, რომ საკითხზე კომპანიასთან ინტენსიურად მუშაობს. 

ამავე კატეგორიაში