დღეს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩების პირველ შეხვედრაში ფიჯის დაუპირისპირდება.
„ბორჯღალოსნები“ ფიჯის ნაკრებს სულ შვიდჯერ დაუპირისპირდნენ. ამათგან ერთი შეხვედრა ქართველების გამარჯვებით დასრულდა, ერთიც ფრედ, ხუთში კი დავმარცხდით.
დღეს, 18:00 საათზე იუსტიციის სახლთან გულშემატკივრები დაიწყებენ შეკრებას, რომლებიც ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად სტადიონისკენ მსვლელობას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფიჯის მატჩი დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.