არგენტინა კოპა ამერიკის ნახევარფინალშია 

05 ივლისი 2024, 08:59 217 ნახვა

კოპა ამერიკის 2024 წლის გათამაშებაზე მეოთხედფინალური ეტაპი არგენტინის ნაკრებისა და ეკვადორის მატჩით დაიწყო, რომლის ძირითადი დროც 1:1 დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა ნახევარფინალის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვა – 4:2.

არგენტინელთაგან პირველი ნიშნულთან ლიონელ მესი მივიდა, რომლის დარტყმული ბურთიც ხარიხას მოხვდა, თუმცა ამის შემდეგ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მეკარემ ემილიანო მარტინესმა ზედიზედ ორი პენალტი მოიგერია, ხოლო ოთხმა არგენტინელმა ზუსტად შეასრულა და სკალონის გუნდი ტიტულის დაცვას აგრძელებს.

არგენტინის ეროვნული გუნდი კოპა ამერიკის ნახევარფინალში ვენესუელასა და კანადას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში