„გულშემატკივრების მადლობა ფეხბურთელებს“ - საზეიმო ღონისძიება

03 ივლისი 2024, 11:01 116 ნახვა

ეროვნული ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ერთადერთი სიტყვა, რომელიც მას ათასობით ქომაგმა შეაგება - მადლობაა. მადლობა ღირსეული ასპარეზობისთვის, ისტორიისთვის, ემოციებისთვის, რომელიც საქართველოში დაიწყეს და კეთილ ზღაპრად აქციეს. ევროპული თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა.

შეძახილებით, ოვაციებითა და მადლობით გამოაცილეს ეროვნული ნაკრები გერმანიიდანაც.  დიდი ევროპული თავგადასავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ეროვნული ნაკრები გულშემატკივარმა ესკორტით გააცილა აეროპორტიდან, სადაც გუშინ, გამთენიისას შეიკრიბნენ.

ყველაზე აქტიურები პატარა გულშემატკივრები იყვნენ, რომლებმაც საყვარელი კუმირებისგან ავტოგრაფები ითხოვეს. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი