საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში ლატვიასთან დამარცხდა

02 ივლისი 2024, 22:28 393 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი რიგაში, მასპინძელ ლატვიასთან ჩაატარა და დიდი ანგარიშით 83:55 დამარცხდა.

ჩვენს ნაკრებში  საუკეთესო 14 ქულით და 4 მოხსნით სანდრო მამუკელაშვილი იყო, 7 ქულა და 6 მოხსნა, გოგა ბითაძემ  მიითვალა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე  6 ქულა დაგროვდა. მასპინძლებს კი 18 ქულით,  არტურს შტრაუტინსმა ულიდერა. 

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 4 ივლისს ფილიპინებთან გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი