ევრო 2024-ის დაწყებიდან დღემდე, გერმანიის პოლიციამ სასაზღვრო შემოწმების დროს 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა

29 ივნისი 2024, 11:39 336 ნახვა

ევრო 2024-ის დაწყებიდან დღემდე, გერმანიის პოლიციამ სასაზღვრო შემოწმების დროს, 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

სასაზღვრო შემოწმებაზე დაახლოებით 85 ადამიანი გააჩერეს ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, ასევე, მემარცხენე და მემარჯვენე ექსტრემიზმი.

ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, მხოლოდ, ფეხბურთთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად, ყოველდღიურად, ფედერალური პოლიციის 22 000 თანამშრომელი მუშაობს.

ევრო 2024 14 ივნისს დაიწყო და 14 ივლისს დასრულდება. გერმანიის საზღვრებზე კი, დროებითი შემოწმებები 19 ივლისამდე გაგრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში