ვენეციის კომისია მოსაზრებას აქვეყნებს

26 ივნისი 2024, 12:02 375 ნახვა

ვენეციის კომისია “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს. წერილში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა გრძელვადიანი მრავალრიცხოვანი პროტესტებისა და ძლიერი პოლიტიკური დაძაბულობების პერიოდში მოხდა.

განმარტებულია, რომ ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციის შევსებას  ძალიან სენსიტიურ საკითხებს ეხება. რაც შეეხება იურიდიულ კონტექსტს, ვენეციის კომისია საქართველოს რეკომენდაციას აძლევს მთლიანად გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას და არ გააგრძელონ მისი მიღება.

ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ შესწორებების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ვერ დადგინდება და ამდაგვარი ტექსტის მიღების წინადადებაც კი საქართველოში LGBTI თემის წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზირებადი გარემოს კიდევ უფრო გამწვავების რისკს აჩენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი