საქართველოს ჩემპიონატი საგზატკეცილო ველოსპორტში

24 ივნისი 2024, 09:38 526 ნახვა

თიანეთის რეგიონმა საგზატკეცილო ველოსპორტში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრების წევრებმა. გიორგი ბაბილოძემ ჯგუფურ რბოლაში, კადეტების ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი, ხოლო ინდივიდუალურ რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა.

გიორგი გობაძემ კი, რომელიც ელიტა კატეგორიაში ასპარეზობდა, ჯგუფურ რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა.

აქვე გეტყვით, რომ ჯგუფური რბოლის მანძილი 95 კილომეტრი იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი