საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა ფრედ დასრულდა

22 ივნისი 2024, 18:59 469 ნახვა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა.

ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს. შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობდა.

შემდეგ მატჩს ეროვნული ნაკრები 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში