ჩრდილოეთ კორეის პაქტი ავტორიტარული რეჟიმების ერთიანობაზე მიანიშნებს-სტოლტენბერგი

20 ივნისი 2024, 10:05 301 ნახვა

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ  ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა. სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით ოტავაში იმყოფება.

მანამდე იგი სიტყვით გამოვიდა პანელის დისკუსიაზე, სადაც თქვა, რომ რუსეთის ახალი თავდაცვითი პაქტი ჩრდილოეთ კორეასთან, ხაზს უსვამს დემოკრატიების ერთიანი ფრონტის შექმნის აუცილებლობას. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მიაწოდა "უზარმაზარი რაოდენობით საბრძოლო მასალა", მაშინ როცა ჩინეთი და ირანი სამხედრო დახმარებას უწევდნენ მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში