დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი შოტლანდიიდან მედლებით დაბრუნდა

18 ივნისი 2024, 13:10 246 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი შოტლანდიიდან მედლებით დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარა-სპორტსმენებმა რთულ რელიეფზე მარშირებაში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

სპორტულ შეჯიბრებაში ქართველების გარდა, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის, ავსტრალიის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთისა და უკრაინის სამხედროებმა, ვეტერანებმა და სამოქალაქო პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში