ენმ-ს ბრალდება

31 მარტი 2017, 00:00 2804 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხულოს ორგანიზაცია  აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სიცრუეში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, ზურაბ პატარაძემ ექვსი თვის წინ, წინასაარჩევნოდ, ხმების მოსაპოვებლად მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადასცა, რომელიც მწყობრიდან მალევე გამოვიდა. მთავრობაში დღეს კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა ზურაბ პატარაძემ საკითხზე  რამდენიმე დღის დღის წინ სოფელ ღორჯომში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა,რომ სოფელს სასწრაფო დახმარების ახალი ავტომობილი მალე გადაეცემა. მისივე ინფორმაციით, ავტომობილის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ამავე კატეგორიაში