ბრიტანელი ტელეწამყვანი და ექიმი მაიკლ მოსლი საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს

09 ივნისი 2024, 18:47 270 ნახვა

ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი და ექიმი, მაიკლ მოსლი საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

მოსლის გარდაცვალების ფაქტი მისმა მეუღლემ, კლარა ბეილი მოსლიმ დაადასტურა. წყვილი საბერძნეთში, კუნძულ სიმიზე ისვენებდა. 

კლარას განცხადებით, 67 წლის მოსლი სასეირნოდ მარტო წავიდა, არასწორი მარშრუტი შეარჩია და გონება დაკარგა. მოსლის ცხედარი რამდენიმე საათის წინ აღმოაჩინეს. 

ტელეწამყვანს 5 ივნისიდან ეძებდნენ.

მაიკლ მოსლის BBC-ზე სხვადასხვა გადაცემა მიჰყავდა, მათ შორის, პოდკასტი „კიდევ ერთი რამ“ და პროგრამა „დამიჯერეთ, ექიმი ვარ“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი