მსოფლიოში გამეფებული ლიბერალური ფაშიზმი დიდხანს ვერ გასტანს - ირაკლი ზარქუა

09 ივნისი 2024, 12:38 335 ნახვა

უსაგნო და უარგუმენტო სანქციები, კიდევ ერთხელ, ცხადყოფს, რომ მსოფლიოში ცვლილებებია საჭირო, რომ რაღაც გადატვირთვა მოხდეს, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

„არ შეიძლება ასე და ეს ლიბერალური ფაშიზმი, რაც გამეფებულია მსოფლიოში დიდხანს ვერ გასტანს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის არჩევნები თავის შედეგს მოიტანს და ეს ლიბერალური ფაშიზმი დამარცხდება. ასვე, ველოდები, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დიდი ცვლილებები მოხდება არჩევნების შემდეგ იმიტომ, რომ ასე გაგრძელება, შეუძლებელია. უსამართლობის ზეიმი და ზენიტია“, - აღნიშნა ზარქუამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი