ჰანტერ ბაიდენი სასამართლოში გამოცხადდა

04 ივნისი 2024, 14:31 423 ნახვა

ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო. ამ სასამართლო პროცესმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. 

ჰანტერ ბაიდენის სამართლებრივი დევნა ოთხი დღის შემდეგ დაიწყო, რაც ჯო ბაიდენის კონკურენტი დონალდ ტრამპი  აშშ-ს პირველი ყოფილი პრეზიდენტი გახდა, რომელიც გაასამართლეს. 54 წლის ჰანტერ ბაიდენი როგორც მოქმედი პრეზიდენტის შვილი პირველი სასამართლო მოსმენისთვის მივიდა სასამართლოში. მას 2018 წელს რევოლვერის შეძენისა და უკანონო ფლობის გამო სამი მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული. ის წაყენებულ  ბრალს არ აღიარებს.

საქმე ტრამპის მიერ დანიშნულმა   აშშ-ს სპეციალურმა პროკურორმა დევიდ ვაისმა აღძრა, სისხლის სამართლის ორი საქმიდან ერთ-ერთია. ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ  ცალკე საქმეა აღძრული კალიფორნიაში. მას  გადასახადებისგან  თავის არიდებას და  გაყალბებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენას ედავებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში