ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მტირალას ეროვნულ პარკში სპორტული აქტივობები გაიმართა.
ღონისძიებაში აჭარის მუნიციპალიტეტიდან 8 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა ბარიერების დაძლევაში ეჯიბრებოდნენ.
ღონისძიება სპორტული ტურიზმისა და ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება.