ევროპა დღეს ომისთვის ემზადება, რაც დაუშვებელია - ვიქტორ ორბანი

02 ივნისი 2024, 10:54 293 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა დღეს ომისთვის ემზადება, რაც დაუშვებელია.

ამის შესახებ მან ბუდაპეშტში, ევროპარლამენტის არჩევნების წინ გამართულ მიტინგზე განაცხადა.

ორბანის თქმით, უნგრელები მხარს უჭერენ მშვიდობას და ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა მომდევნო კვირაში დაგეგმილ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, რომ არ დაუშვან ევროპის ომში ჩაბმა.

„არ უნდა დავუშვათ, რომ ევროპა ომში ჩაებას, თვითგანადგურებისთვის. მეგობრებო, ევროპა დღეს ემზადება ომისთვის“, – განაცხადა ორბანმა.

მან ასევე, გააკრიტიკა უნგრელი მემარცხენეები და „მილიარდერ ჯორჯ სოროსის მიერ დაქირავებულები“ უწოდა.

„სოროსი აფინანსებს მათ მედიასაშუალებებს. ხოლო, ვინც მის დაკრულზე არ ცეკვავს, დოლარებს ვერ მიიღებს. უნგრეთის მემარცხენეები მის დაკრულზე ცეკვავენ და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მშვიდობის მოყვარულ თანამემამულეებს ღალატობენ. მაგრამ, ჩვენ, ნაციონალური მხარე, არ დავემორჩილებით სორისის გეგმით მოქმედ ბრიუსელის გენერლებს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ- მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი