ყველა გაყინული კონფლიქტი არის ნელი ომი ან ნელი ოკუპაცია, - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ოკუპანტი ყოველთვის იპოვის მიზეზს. მისთვის საჭიროა პაუზა, რომ გააძლიეროს პოზიციები ბრძოლის ველზე.
„დადგება მომენტი, როდესაც ეს ყველაფერი, ამა თუ იმ მიზეზით, გალღვება. ოკუპანტი ყოველთვის იპოვის მიზეზს. მისთვის საჭიროა პაუზა, რომ გააძლიეროს პოზიციები ბრძოლის ველზე. რომ გაიგოს, სად აქვს დეფიციტი. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენც მსგავსი დეფიციტი გვაქვს, რომელზეც ღიად ვსაუბრობთ. რუსეთს უფრო მეტი ტექნიკა აქვს ვიდრე ჩვენ, თუმცა, მათ აქვთ გამოცდილი სამხედრო პერსონალის, საარტილერიო ჭურვების და რაკეტების დეფიციტი. ამიტომ, პაუზა მათ სარგებელს მოუტანს და არა ჩვენ. უფრო გაძლიერდებიან, რის შემდეგაც, როგორც ნორმანდიის შეთანხმებაში იყო, ძალებს აღადგენს და წამოაყენებს ულტიმატუმს – აღიარეთ ყველა ტერიტორია, არ იყოთ ნატო-ში, დაივიწყეთ ევროინტეგრაცია, მსგავსი პირობები ბევრი იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.